Thursday, July 17, 2014

მეცხრე დღე

დღეს  ვიმუშავე  პროექტის გეგმაზე, გავწერე სასწავლო პროცედურები, შევიტანე  ინტერნეტ მისამართები .მოკლედ შრომატევადი დღე იყო . შევაფასეთ ერთმანეთის პროექტები და მივიღეთ უკუკავშირი.
საერთოდ ძალიან ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე ამ ტრენინგებზე.
   ამ პროექტის ფარგლებში გავეცანი პროექტის  დაწერის ინსტრუქციებს ,სტრატეგიებს, ვისწავლე  google სერვისების მოძიება, youtube-ში მუშაობა ,გადმოწერა  ვიდეოების ,powerpoint-ში მუშაობა , ბროშურების და ინტერნეტგაზეთების გაკეთება , გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, შეფასების სქემების დამუშავება,ბლოგში მუშაობა,კომენტარების გაკეთება  ,mail-ზე  დოკუმენტების ატვირთვა ,  მიმართულების მიმცემ შეკითხვებს გავეცანი და სხვ.
      კარგია ასეთი ტრენინგები რომ ტარდება , ბევრი კარგი რამის მომცემია, ვისურვებდი კიდევ იყოს  და უფრო ბევრი რამ ვისწავლოთ. მაინტერესებს მოძრავი ანიმაციების   მისამართების შესახებ  ინფორმაცია.
https://drive.google.com/file/d/0B-XGwRK0tI4NbGNHWjFBYXAyLWs/view

Tuesday, July 15, 2014

მერვე დღე

ვიმუშავე პრეზენტაციაზე ინტერნეტში, ვისწავლე თუ როგორ ვიმუშაო პრეზენტაციის გასაფორმებლად  ,გადმოვიტანე სურათები ინტერნეტიდან და ა.შ ,
 ასევე  ვიმუშავე პროექტის გეგმის შაბლონში ,სადაც შევავსე დიფერენცირებული  სწავლების  გრაფა ,არაქართულენოვანი და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთა გრაფები, 

მეშვიდე დღე

 დღეს გავეცანი პროექტების შეფასების რუბრიკებს, შეფასების 5 მიზანს ,ასევე დავხვეწე თითოეული შეფასების რუბრიკა  და პრეზენტაციის შეფასების სქემა 

Wednesday, July 9, 2014

მეექვსე დღე

დღეს ვისწავლე ინტერნეტკოლაბორაციული დოკუმენტის შექმნა. შევიტანე ცვლილებები პრეზენტაციაში .გავუზიარე დოკუმენტები სხვებს შევიტანე ცლილებები პროექტის გეგმაში და ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე რაც გამომადგება მომავალში

Sunday, July 6, 2014

მეხუთე დღე





 თანდათან საინტერესო ხდება ჩვენი ტრენინგი.
 დღეს  შევავსე პროექტის  გეგმაში შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.
ვიმუშავე პროგრამა  powerpoint-ში .გავაკეთე პრეზენტაცია ,გავაფორმე სლაიდები ,ვისწავლე ამ პროგრამაში ანიმაციების და დიზაინის დაყენება შემდეგ ეს პრეზენტაცია ავტვირთე google drive-ში და  ბლოგში ჩავაშენე  ჩემი პრეზენტაცია .
ვისწავლე ასევე ბლოგზე სათაურის შეცვლა.