Sunday, June 29, 2014

მეოთხე დღე

საკმაოდ შრომატევადი დღე იყო.
გავეცანი მიმართულების მიმცემ შეკითხვებს  , უკუკავშირის რჩევებს და მეთოდებს პროექტის მსვლელობისას,word-ის ფაილში კომენტარების დამატება ვისწავლე ,ასევე ტექსტის ფორმატის შეცვლა, ვენის დიაგრამის ჩასმა , განვაახლე  პროექტის გეგმა  ,შეფასების რუბრიკა ,მიზნები და ამოცანები დავწერე  სტანდარტის შედეგებიდან გამომდინარე .
ასევე ვისწავლე პრეზენტაციის გაშვება კლავიატურის მეშვეობით . ავტვირთე ცალკე ფაილები drive-ში,ვისწავლე ასევე ინფორმაციის ჩამოტვირთვა .

Friday, June 27, 2014

მესამე დღე

ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი დღე, მადლობა მასწავლებელს.
ვისწავლე საინტერესო საიტების მისამართები,რაც გამომადგება სასწავლოპროცესში.youtube-დან ფაილების გადმოწერა . ვნახე kodala.ge.ასევე შევედით ict.tpdc.ge-ზე და ვნახე საინტერესო ვიდეოები ,რაც უკავშირდება კომპიუტერის გამოყენებას.
   ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონში, შევიტანეთ ცვლილებები, გადმოვიწერეთ ეროვნული სასწავლო გეგმა და სტანდარტები საგნების მიხედვით .ასევე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან შესაბამისი ინდიკატორები ჩავსვი პროექტის გეგმაში.

Tuesday, June 24, 2014

მეორე დღე

დღეს  ვისწავლე პუბლიკაციის შექმნა ,როგორ ვნახო დამალული ინფორმაცია ჩიპზე, გავეცანი პროექტის მახასიათებლებს, ვისწავლე ბუკლეტების, ბროშურების შექმნა.შევისწავლე სურათის გადმოწერა საავტორო უფლების დაცვით. და შენახვა ჩემს საქაღალდეში .
ხელახლა ავტვირთე ინფორმაცია 'google drive'-ში.და გამოვაქვეყნე

Sunday, June 22, 2014

პირველი დღე

გავეცანი პროექტებით სწავლებას, viewer-ში მუშაობას.ახალი ბლოგის შექმნას, 21-ე საუკუნის უნარ -ჩვევებს.
შევქმენი საქაღალდეები და ავტვირთეთ'' Google drive ''-ში.
გავეცანი პროექტის ''ჩეკლისტს''. და ა.შ.